ადარნასე ბაგრატიონი, ტაო-კლარჯეთის მთავრის აშოტ I დიდის მამა. ჯუანშერის ცნობით, VIII ს. II ნახევარში არჩილ მეფის ვასალი გახდა.
გარდაიცვალა კლარჯეთში.
ლიტ.: თაყაიშვილი ე., სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ, თბ., 1949 (მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. 27); მამულია გ., ფარნავაზიანთა და ბაგრატიონთა სახლთა ურთიერთობა VIII–IX საუკუნეთა მიჯნაზე, «საქ. სსრ მეცნ. აკადემიის მოამბე», 1972, ტ. 67, №1.