ადარნასე

ადარნასე, ქართლის ერისმთავარი და კურაპალატი VIII ს. II ნახევარში. ნერსე ერისმთავრის მამა. იხსენიება იოანე საბანისძის „აბო თბილელის წამებაში“ (VIII ს.). მან სავარაუდოდ, მოახერხა არაბებისგან განდგომა, კავშირის დამყარება ბიზანტიასთან, რის გამოც მიიღო კურაპალატის ტიტული.