ახალსოფელი

ახალსოფელი, სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სუფსის თემში (გურიის რეგიონი), გურიის დაბლობზე, მდ. სუფსის მარჯვ. მხარეს, ლანჩხუთ–ნატანების სარკინიგზო და საავტ. გზაზე. ზ. დ. 35 მ, ლანჩხუთიდან 18 კმ. 841 მცხ. (2014). ახალსოფელი, სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტის საგურამოს თემში (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი), საგურამოს ვაკეზე, მდ. თეზმის (არაგვის მარცხ. შენაკადი) მარცხ. მხარეს. ზ. დ. 670 მ, მცხეთიდან 10 კმ. 125 მცხ. (2014).

სოფლის სამხრ.-აღმ-ით 2–3 კმ-ზე, გორაკზე, მდებარეობს ბზიანის ხუროთმოძღვრული კომპლექსი.