დევდარაკი

დევდარაკი, ხეობის მყინვარი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მყინვარწვერის მასივის ჩრდ.-აღმ. კალთაზე, მდ. ყაბახის (თერგის მარცხ. შენაკადი) სათავეში. სიგრძე 7,0 კმ, ფართ. 7,5 კმ². მყინვარის ენა ეშვება ზ. დ. 2260 მ სიმაღლემდე.

დ. ტურიზმის ობიექტია. დ-ის ბოლოსა და ბართქორთის ქედზე გადის მყინვარწვერზე ასასვლელი ერთ-ერთი მოხერხებული გზა. ცნობილია მყინვარის ინტენს. მოძრაობით გამოწვეული ნგრევები (XVIII ს. 70-იანი წლებიდან XIX ს. 70-იანი წლების ბოლომდე), რაც იწვევდა წყლის შეგუბებას და კატასტროფულ წყალმოვარდნებს დარიალის ხეობაში, ზიანდებოდა საქართველოს სამხედრო გზა.