დედაციხე

დედაციხე, მთავარი ციხის აღმნიშვნელი ზოგადი ქართული ტერმინი.

ლეონტი მროველი იხსენიებს კახეთისა და სამშვილდის დ-ებს. ვახუშტი ბატონიშვილი კახეთის დ-დ ბოჭორმას მიიჩნევდა.

ქართ. წყაროებში დ-ის სინონიმად გვხვდება აგრეთვე ტერმ. „თავადი ციხე".

დ. ბერძენიშვილი