დედაციხე, ადრინდელი შუა საუკუნეების ხანის ციხესიმაგრე კასპის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ თეძმის ხევში, მდ. თეძმის მარჯვ. სანაპიროზე.
ციხე აღმართულია მაღალ, კლდოვან მწვერვალზე. ოთხკუთხა გალავნის შიგნით არის კოშკი, თონე, წყალსაცავები, ციხის ძირში კი – ნასოფლარი და დარბაზული საყდრის ნანგრევი. VII ს. სომხ. გეოგრაფიაში თანამიმდევრულადაა ჩამოთვლილი საქართვ. ადმ.- ტერიტ. ერთეულები, მ. შ. იხსენიება ტანის ხევი (აქ იგულისხმება თეძამ-ატენის ხეობები და მ. შ. მოქცეული ტერიტ.), რ-ის სათავეშია „დევციხე"; ქართ. წყაროებში დევციხე არ არის მოხსენიებული.
ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.) ამ ადგილას ასახელებს დედაციხეს (ასე უწოდებდნენ ძველად დიდი მნიშველობის ციხეებს). დ-ის ასეთი მნიშვნელობა განპირობებული უნდა იყოს თეძმისა და ატენის ხეობებით, ქართლიდან თრიალეთში მიმავალი გზებით, რ-ებიც სწორედ აქ გადიოდა. მათ როლზე მეტყველებს ნახიდურები თეძამზე და იქაური ტოპონიმები: „სვანეთი", „ნადარბაზევი", "ბოგირი".
IX ს-ში, კლდეკარის ციხის აგების შემდეგ, დ-ის მნიშვნელობა ეცემა – აქ სხვა სააღმშენებლო ფენა აღარ ჩანს.
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.
ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი დ., ციხეთა შესწავლის ზოგიერთი საკითხი, «ძეგლის მეგობარი», 1968, № 14.
დ. ბერძენიშვილი