დადეშქელიანი მურზაყან ციოყის ძე (5. VI. 1891, მესტია, – 1937), მომღერალი და ლოტბარი, ქართული (ძირითადად სვანური) მუს. ფოლკლორის მცოდნე და პოპულარიზატორი.
მესტიის საშ. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩამოაყალიბა ხალხ. მომღერალთა გუნდი. კრებდა და სწავლობდა ადგილ. სიმღერებს ს. გულედან- თან, ი. ფალიანთან და სხვებთან ერთად. აღადგინა, ჩაწერა და დაამუშავა არაერთი ხალხ. სიმღერა.
1933 ჩამოაყალიბა ფოლკლორული ანსამბლი „ლილე", რ-იც ათეული წლების მანძილზე წარმატებით ემსახურებოდა ქართ. მუს. კულტურის განვითარების საქმეს. 1937 რეპრესირებულ იქნა და უკვალოდ დაიკარგა. მისი შემოქმედებითი ტრადიციები „ლილეში" განაგრძო საქართვ. დამს. არტისტმა ჯ. მეშველიანმა. გუნდს წლების მანძილზე მესვეურობდნენ აგრეთვე – ი. ფალიანი, მ. ონიანი, ი. მუკბანიანი და სხვ.
ა. გელოვანი