დარეჯან ბატონიშვილი (ბაგრატიონი)

დარეჯან ბატონიშვილი, (ბ ა გ რ ა ტ ი ო ნ ი) (1670–1740), მწიგნობარი, დიპლომატი, მეფე არჩილ II-ის ასული.

1685-იდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მოსკოვში. არჩილ II-ის გარდაცვალების შემდეგ მოსკ. ქართ. ახალშენის მეთაური გახდა. დ. ბ. დიდად იღვწოდა საქართვ. 1721–23 სამხ.- პოლიტ. კავშირის ჩამოსაყალიბებლად, ბოლომდე ერთგულად იბრძოდა რუს.-საქართვ. ურთიერთობის გამყარებისათვის. დ. ბ-ის მოსკ. სასახლეში ქართველები ეცნობოდნენ რუს. მოწინავე საზ-ბის აზრს.

მისი ინიციატივით 1733–36 სოფ. ვსეხსვიატსკოეში ძვ. კარის ეკლესიის ნაცვლად ააგეს ახ. ტაძარი, რ-იც ქართველთა კულტ.-რელიგ. ცენტრი გახდა.

ლიტ.: რ უ ხ ა ძ ე ტ., ქართულ-რუსული ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიიდან (XVI–XVIII სს.), თბ., 1960; ს ი ხ ა რ უ ლ ი ძ ე ფ., მოსკოვის ქართული ახალშენის როლი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში (მე-18 ს. I მეოთხედი), კრ.: საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის საკითხები, [ტ. 1], თბ., 1968; მ ი ს ი ვ ე, ქართული კულტურის კერის შექმნა მოსკოვში, «ისტორია, საზოგადოებათმცოდნეობა, გეოგრაფია სკოლაში», 1968, № 2.

ფ. სიხარულიძე