დემეტრაძე ბორის დავითის ძე

დემეტრაძე ბორის დავითის ძე (5. I. 1934, თბილისი, – 17. VII. 2000, იქვე), სამთო ინჟინერი. პროფესორი (1985), საქართვ. საინჟ. აკად. ნამდვ. წევრი (2000).

დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტი (1957). 1957–59 მუშაობდა დონბასის შახტებში, 1960–72 – სხვადასხვა პარტ.-სამეურნეო სამუშაოზე საქართველოში.

1984–89 იყო საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის სამთო ფაკ-ტის დეკანი, 1989-იდან გარდაცვალებამდე – სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა დამუშავების კათედრის გამგე. საქართვ. სამთო საზ-ბის თავ-რე (1998), „სამთო ჟურნალის" დამაარსებელი და მთ. რედაქტორი (1998).

1993 საქართვ. ტექ. უნ-ტში სასწავლო შახტი-ლაბორატორიის შექმნისათვის ავტორთა ჯგუფს, რ-საც იგი ხელმძღვანელობდა, მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია (ამჟამად – შახტი-ლაბორატორია მისი სახელობისაა).

ავტორია მრავალი სამეცნ. ნაშრომისა და 5 სახელმძღვანელოსი.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1997).

თხზ.: მარგი წიაღისეულის მოპოვება, თბ., 1980; ქანების მასივის მდგრადობის მართვა, ნაწ. 1, თბ., 1982.