დანელია ნიკოლოზ დიმიტრის ძე

დანელია ნიკოლოზ დიმიტრის ძე [1(14). X. 1912, ფოთი, – 27. IV. 1982, მოსკოვი], ინჟინერი, მოსკოვის მეტროს მშენებლობის ერთ-ერთი ორგანიზატორი, რსფსრ დამს. მშენებელი (1977), საპატიო რკინიგზელი (1972). ცნობილი კინორეჟისორის გ. დანელიას მამა.

1928 დაამთავრა მოსკ. რკინიგზის ტრანსპ. ინჟინერთა ინ-ტი. 1932 მუშაობა დაიწყო მოსკ. მეტროს მშენებლობაზე შახტის უფროსად. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში.

1951-იდან იყო მოსკ. მეტროს მშენებლობის მთ. ინჟინერი, მშენებლობის უფროსის მოადგილე. მუშაობდა აგრეთვე სსრკ სატრანსპ. მშენებლობის სამინისტროში.

დიდი წვლილი მიუძღვის თბილ. მეტროს მშენებლობაში. მისი ხელმძღვანელობით წამყვანი სპეციალისტების ჯგუფმა დაადგინა თბილისში მეტროს მშენებლობის მიზანშეწონილობა.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

ვ. ჯავრიშვილი