დალაქიშვილი ნარიმან ვარლამის ძე (25. X. 1906, სოფ. ჭელიაღელე, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, – 20 III. 1982, თბილისი), საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის გენერალ-მაიორი (1954).
1936 დაამთავრა ვ. პოდბელსკის სახ. კავშირგაბმულობის აკად. სამხ. ფაკ-ტი მოსკოვში. 1940–45 იყო 24-ე, მე-3 შორსმოქმედი ავიადივიზიის (შემდეგ გვარდიული კორპუსის) კავშირგაბმულობის უფროსი.
II მსოფლიო ომის დროს იბრძოდა მოსკოვთან, სტალინგრადთან, ლენინგრადთან და სხვ. 1945–64 მსახურობდა სსრკ შეიარაღებულ ძალებში. 1964-იდან თადარიგში იყო.
დაჯილდოებულია საბრძოლო ორდენებითა და მედლებით.
ლ. დოლიძე