დალაქიშვილი ცარუ მიხეილის ასული (10. II. 1937, თბილისი, – 21. III. 1996, იქვე), ფარმაკოქიმიკოსი. ფარმაც. მეცნ. დოქტორი (1993), საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (2004).
1960 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი. 1960-იდან მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ი. ქუთათელაძის სახ. ფარმაკოქიმ. ინ-ტის ფიტოქიმიის განყოფილებაში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1986–96 იყო წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი (ფიტოქიმიის განყ-ბის, ლიპიდების ლაბორატორიის გამგე).
დ. არის მრავალი სამეცნ. შრომის ავტორი, მ. შ. 2 მონოგრაფიისა.
თხზ.: Фитохимическое исследование морозника აбхазского, Тб., 1978 (თანაავტ. Э. Кемертелидзе); Биологически активные липиды некоторых растений, произрастающих в Грузии, Тб., 1996 ( თანაავტ. Э. Кемертелидзе).