დუნდუა თედო გიორგის ძე

დუნდუა თედო გიორგის ძე (დ. 1. IX. 1961, თბილისი), ისტორიკოსი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1995), პროფესორი (1996).

1983 დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი. 1984–2006 მუშაობდა თსუ-ის საქართველოს ისტ. კათედრაზე, 1997–2002 იყო საქართვ. ისტ. მასწავლებელთა ასოციაციის (თსუ) პრეზიდენტი. 2006–09 – თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკ-ტის საქართვ. ისტორიის ინ-ტის ასოცირებული, 2010-იდან კი სრული პროფესორია.

2006-იდან დღემდე არის ამავე ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ლექტორი ევროპული კვლევების ინ-ტში. სასდ-ს კვლევა ციკლური განვითარების ოდესღაც პოპულ. თეორიის რეანიმაციის ცდაა. ეს არის ახ. კონცეფცია – ციკლური დიალექტიკა, ამავე დროს დედუქციური მეთოდი, რ-ის საშუალებითაც ისტორიკოსი ცდილობს სოც.-ეკონ. ფორმაციის ნებისმიერი გამოვლენის ზუსტ ფიქსაციას.

აღნიშნული მეთოდი პრინციპულად განსხვავებული თეზების ჩამოყალიბების ბაზისად იქცა. მისი ნაშრომი ისტ.-ნუმიზმატიკური ტიპისაა; ნუმიზმატური მასალა მისთვის ერთ-ერთი წყაროა.

თხზ.: კოლხეთი, იბერია და პონტოს სამეფო ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით, თბ., 1993; საქართველო და დასავლეთი ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით, წგ. 1–2, თბ., 1995; ქართული ეთნოკულტურული ევოლუცია და დასავლეთი ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით (ძვ. წ. VI ს. – 1453), თბ., 1997; ფული საქართველოში, თბ., 2003 (ავტორთა კოლექტივი); ქართული ნუმიზმატიკა, თბ., 2006 (თანაავტ. გ. დუნდუა); მითრაიზმი საქართველოში, თბ., 2010 (თანაავტ. ნ. სილაგაძე); The Cyclic Dialectics, Tb., 1996; The Black Sea – a History of Interactions, Oslo, 2004 (ავტორთა კოლექტივი).