დუნდუა პეტრე ბესარიონის ძე

დუნდუა პეტრე ბესარიონის ძე (დ. 20. VIII. 1931, ბორჯომი), მეტყევე ინჟინერი, ტექ. მეცნ. დოქტორი (2003), პროფესორი (2006), საქართვ. დამს. ინჟინერი (1982), საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1990).

1954 დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის სატყეო-საინჟინრო ფაკ-ტი. მუშაობდა სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობაზე: იყო თბილ. ავეჯის საწარმოო გაერთიანება „განთიადის" (შემდგომში გაერთიანება „მერქანის") გენ. დირექტორი;

სატყეო მრეწველობის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დირექტორი. ამჟამად ეწევა პედ. საქმიანობას საქართვ. ტექ. უნ-ტში. დ-ის კვლევის მიმართულებაა მერქნის დამზადების და უნარჩენო გადამუშავების ახ. ტექნოლ. პროცესების შემუშავება. გამოქვეყნებული აქვს 4 მონოგრაფია, 3 სახელმძღვანელო; მიღებული აქვს 25 საავტორო მოწმობა და პატენტი გამოგონებაზე.

დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2001).