დრე, სოფელი გორის მუნიციპალიტეტის ატენის თემში (შიდა ქართლის მხარე), თრიალეთის ქედის ჩრდ. კალთაზე. ზ. დ. 1420 მ, გორიდან 28 კმ.
2002 აღწერით მუდმივი მოსახლ. არ არის. პირველად დ. მოიხსენიება ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) ტანის ხეობის სოფელთა სიაში. იგი გარკვეულ როლს ასრულებდა ქართვ. ხალხის მიერ გარეშე მტრის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებში, იცავდა ატენს მტრის შემოსევისაგან. XIX ს. 40-იან წლებში დ-ში მოქმედებდა ანდრეევსკის ტყავის ქ-ნა.
1863 მაისში მებატონე ერისთავებმა დ-ის გლეხებს გადასახადი გაუდიდეს (შეაწერეს 2000 მან. და 45 კაპ.). გლეხებმა უარი განაცხადეს გადასახადის გადახდაზე, რისთვისაც მთავრობამ სოფელში ეგზეკუცია ჩააყენა, მოსახლეობა ააწიოკა და აიძულა ისინი დამორჩილებოდნენ მებატონეს.