დოლრა

დოლრა, დ ო ლ რ ა ჭ ა ლ ა, მდინარე დასავლეთ საქართველოში, მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე. ენგურის მარჯვ. შენაკადი. სიგრძე 24 კმ, აუზის ფართ. 191 კმ.

სათავე აქვს დოლრის მყინვარზე. უმთავრესად საზრდოობს მყინვარული წყლით.

წყალდიდობა იცის გვიან გაზაფხულზე, წყალმცირეა ზამთარში. საშ. წლ. ხარჯი 9,30 მ³/წმ.

ნ. უკლება