დიხამინჯია კალენიკე სიკოს ძე

დიხამინჯია კალენიკე სიკოს ძე (15. VII. 1902, სოფ. ლეძაძამე, ახლანდ. სენაკის მუნიციპალიტეტი, – 25. II. 1978, თბილისი), ქირურგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1957), პროფესორი (1966).

1931 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტის სამკურნ. ფაკ-ტი; 1931–35 იყო იქვე ქირურგიის კათედრის კლინ. ორდინატორი; 1936–41 – ამავე კათედრის ასისტენტი; მეორე მსოფლიო ომის დროს – ფრონტის წამყვანი ქირურგი (ამ პერიოდში გამოაქვეყნა 8 სამეცნ. ნაშრომი).

1945–48 დაინიშნა ერთ-ერთი ჰოსპიტლის (ქ. დრეზდენი) და საქსონიის (გერმანია) მთ. ქირურგად; დემობილიზაციის შემდეგ, 1948-იდან თსსუ-ის კათედრის თანამშრომელი იყო.

დ. არის მრავალი სამეცნ. შრომის ავტორი, მ. შ. 3 მონოგრაფიისა და 2 სახელმძღვანელოსი.