დამპალა, ადგილი ქართლში, მუხრანის ველზე.
ქართულ დოკუმენტურ წყაროებში XVI ს-იდან იხსენიება. 1669 დოკუმენტით („წილკნის ღმრთისმშობლის სამწყსოს სიგელი") სამუხრანბატონოში არსებული დ. წილკნის ეპარქიის სარგო ყოფილა.
სამუხრანბატონოს დ-ს ვახუშტი ბატონიშვილი დამპალეთად იხსენიებს.
1945 დ-ს ვაზიანი ეწოდა.
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 3, თბ., 1970; ტ. 8, თბ., 1973.
ზ. ცინცაძე