გურიელი გიორგი ლევანის ძე (XIX ს. დასაწყ., სოფ. ჩოჩხათი, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, – 16. XI. 1853, სოფ. შეკვეთილი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1853). მონაწილეობდა 1826–28 რუს.-ირან. და 1828–29 რუს.-ოსმ. ომებში. დაიღუპა ყირიმის ომის (1853–56) დასაწყისშივე, სოფ. შეკვეთილთან ბრძოლაში მიღებული მძიმე ჭრილობის შედეგად.
.