დინარი

დინარი, ჰერეთის დედოფალი (დაახლ. X ს. 40–60-იანი წწ.), ადარნასე პატრიკის ცოლი, ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა (კლარჯეთის შტო) სახლის წარმომადგენელი, ადარნასე II-ის ასული.

მისი ძმა იყო გურგენ IV, დიდი ერისთავთერისთავი, მაგისტროსი (გ. 941). როდესაც ჰერეთის სამეფო ტახტზე დ-ის შვილი იშხანიკი ავიდა, დ. მისი თანამმართველი გახდა. დ-ს მოღვაწეობის ხანა ერთ-ერთი ბრწყინვალე ფურცელია ჰერეთის ისტორიაში. ქართ.- სომხ. საისტორიო წყაროები დ-ის ჰერეთში მმართველობის პერიოდს უკავშირებენ ჰერთა საბოლოო „მოქცევას" მონოფიზიტობიდან დიოფიზიტობაზე (ქალკედონური მრწამსი).

ამ დიდმნიშვნელოვანი აქტის განხორციელება დ-ის მიერ წარმოებული ბრძნული და შორსმჭვრეტელური პოლიტიკის შედეგი იყო. სამსაუკუნოვანი ბრძოლის შემდეგ ჰერეთში დიოფიზიტობის გამარჯვება იმას მოასწავებდა, რომ ეს ქვეყანა კულტ.-პოლიტიკურად, ორგანულად და მტკიცედ იყო დაკავშირებული ქართლთან.

წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; მატიანე ქართლისა, იქვე, ტ. 1, თბ., 1955.

ლიტ: პ ა პ უ ა შ ვ ი ლ ი თ., ჰერეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1970.

თ. პაპუაშვილი