დიხაგუძუბა (ყოფ. ნ ა კ ა ლ ე ვ ი), სოფელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დიდი ნეძის თემში (სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე), ოდიშის დაბლობზე, მდ. ჯუმის (ენგურის მარცხ. შენაკადი) ნაპირას.
ზ. დ. 8 მ, ზუგდიდიდან 17 კმ, ცაცხვიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 4 კმ. 645 მცხ. (2002).