„დროშა“

ჟურნალი „დროშა" (1911–2003)

„დროშა“, ისრაელში გამომავალი ქართულენოვანი ჟურნალი. გამომცემელი – „საქართველოდან ამოსულთა საერთაშორისო ცენტრი".

ჟურნალი გამოდიოდა ორ თვეში ერთხელ 1980–2003 წლებში. დამფუძნებელი და მთ. რედაქტორი ხ. ხუბელაშვილი (1980–97). მისი გარდაცვალების შემდეგ 1997–2003 „დ-ს" რედაქტორობდა რუვენ ენოხი (რუბენ ენუქაშვილი).

ჟურნალის მთავარი ამოცანა იყო ისრაელში დაბრუნებული ქართველი ებრაელობის ახალ რეალობასთან ადაპტაციის გაიოლება, ქართულ სამყაროსთან კავშირის შენარჩუნება. ჟურნალში გამოქვეყნებული წერილები უმეტესწილად ეძღვნებოდა: ისრაელის ისტორიას, მისი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის გმირულ წარსულს, ისრაელის გამოჩენილ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეებს, ქართველ ებრაელთა ისტორიას, მრავალსაუკუნოვან ქართულ-ებრაულ ურთიერთობებს.

ასეთივე იყო მისი სტატიების თემატიკაც – ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების, საკუთარ ძირებთან მიბრუნების სიხარული და ტკივილი საქართველოსთან განშორების გამო. „დ-ის" სარედაქციო კოლეგია, თანამშრომლები და ავტორები საქართველოდან ისრაელში ჩასული უმეტესწილად არაპროფესიონალი მწერლები (პოეტები, პროზაიკოსები) იყვნენ.

1990 თბილისში გამოიცა ჟურნალ „დ-ის" დაარსების 10 წლისთავისადმი მიძღვნილი კრებული „სამშობლოდან სამშობლოში" (შემდგენლები: გ. გვერდწითელი, გ. ბათიაშვილი; რედ. გ. ფანჯიკიძე).

გ. ბათიაშვილი