დუმბაძე აკაკი აბდულას ძე (დ. 16. VIII. 1940, სოფ. გეგელიძეები, ახლანდ. ქედის მუნიციპალიტეტი), მექანიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1994), პროფესორი (1997), საქართვ. საინჟინრო აკად. ნამდვ. წევრი (2005).
1966 დაამთავრა თსუ-ის მექანიკა-მათ. ფაკ-ტი – მექანიკის სპეციალობით. 1966–71 მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. მანქანათა მექანიკის ინ-ტში (პოლიმერების განყ-ბაში), 1972–94 – საქართვ. კ. ზავრიევის სახ. სამშ. მექანიკისა და სეისმომედეგობის ინ-ტის პოლიმერების ცოცვადობისა და ხანგრძლივი სიმტკიცის განყ-ბაში, 1994-იდან კი საქართვ. საავიაციო უნ-ტის სრული პროფესორია;
იყო ამავე უნ-ტში თვითმფრინავმშენებლობის კათედრის გამგე (1995–2005). დ-ის სამეცნ. კვლევები ეხება დრეკადბლანტი (კომპოზიტური) სხეულების მექანიკას, კერძოდ, თხელკედლიანი გარსული კომპოზიტური კონსტრუქციების ცოცვადობაზე და ხანგრძლივ სიმტკიცეზე გაანგარიშებას ცვლადი გარემო პირობების ზემოქმედების გათვალისწინებით.
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2000).
თხზ.:კომპოზიტური მასალების ცოცვადობა და რელაქსაცია, თბ., 2007.