კვირიკაშვილი გიორგი ჯემალის ძე

გ. კვირიკაშვილი

კვირიკაშვილი გიორგი ჯემალის ძე (დ. 20. VII. 1967, თბილისი), საქართველოს პრემიერ-მინისტრი (2015–18). 1991 დაამთავრა თსსი, 1995 – თსუ-ის ეკონომიკის ფაკ-ტი. 1998 მიიღო ფინანსების მაგისტრის ხარისხი ილინოისის უნ-ტში (აშშ). 1993–98 მუშაობდა გაერთიანებულ ქართულ ბანკში, 1999–2004 იყო საქართვ. პარლამენტის წევრი „მოქალაქეთა კავშირის“ სიით. 2000 დატოვა „მოქალაქეთა კავშირი“ და გახდა ფრაქცია „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, 2006–11 მუშაობდა „ქართუ ბანკის“ გენ. დირექტორად. კოალიცია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, 2012–15, იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, 2013–15 – ვიცე-პრემიერი. 2015, რამდენიმე თვის განმავლობაში, ეკავა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა. 2015 წ. 30 დეკემბრიდან დაინიშნა პრემიერ-მინისტრად. 2018 თანამდებობიდან გადადგა. 2018-იდან მუშაობს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, ასევე აზიის განვითარების ბანკის საერთ. კონსულტანტად.