კვირიკაძე თამარ კონსტანტინეს ასული (14. VIII. 1910, თბილისი, – 8. XII. 2005, იქვე), მუსიკის მცოდნე, პედაგოგი. საქართვ. ხელოვნების დამს. მოღვაწე (1982). 1937 დაამთავრა თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვატორიის თეორიულ-საკომპოზიტორო ფაკ-ტის ისტორიის განყ-ბა (ხელმძღვ. ლ. დონაძე), ლენინგრადის კონსერვატორიაში გაიარა მეხუთე კურსი (პედაგოგები: ლ. გინზბურგი, ს. ბოგოიავლენსკი, ბ. არაპოვი), 1938–41 – ასპირანტურის კურსი (ხელმძღვ. ლ. დონაძე). 1935–2000 მოღვაწეობდა სხვადასხვა სამუს. სასწავლებელში, 1939-იდან პარალელურად – თბილ. კონსერვატორიაში (საზღვარგარეთის ქვეყნების მუს. ისტორიისა და კლასიკ. რუსული მუსიკის კურსები), როგორც ლექტორი – ეწეოდა საგანმანათლებლო მოღვაწეობას საქართვ. სახელმწ. ფილარმონიაში.
დაკრძალულია თბილისის მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში, მეუღლის შ. აზმაიფარაშვილის გვერდით.