„კვირის პალიტრა“

„კვირის პალიტრა“, ჰოლდინგ „პალიტრა მედიაში“ შემავალი ყოველკვირეული საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი. გამოიცემა 1995 წ. 18 აპრილიდან. გაზეთი აშუქებს საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებს პოლიტიკის, სოციალურ, ბიზნესის, ეკონომიკის, კულტურის, სპორტის, რელიგიისა და სხვა სფეროებში.

გაზეთს აქვს სხვადასხვა სეგმენტის მკითხველისათვის განკუთვნილი რუბრიკები, ტრადიციული, ყოველთვიური და სარეკლამო ხასიათის ჩანართები. მისი პოპულარობა განაპირობა ინფორმაციის ობიექტურობამ, აქტუალობამ და მრავალფეროვნებამ. „. . ვრცელდება საქართველოს მასშტაბით. 2005-იდან გაზეთს აქვს ინტერნეტგვერდი: www. Kvirispalitra.ge.