კვირკველია თენგიზ რაფაელის ძე

კვირკველია თენგიზ რაფაელის ძე (25. I. 1929, თბილისი, – 25. IV. 1994, მოსკოვი, დაკრძალულია თბილისში), არქიტექტორი. საქართველოს დამს. არქიტექტორი (1969), არქიტექტურის დოქტორი (1976), პროფესორი (1976). დაამთავრა სპი-ის სამშ. ფაკ-ტი არქიტექტურის სპეციალობით (1948). 1955-იდან პედ. მოღვაწეობას ეწეოდა სპი-ის (1991-იდან – სტუ) სამშ. ფაკ-ტის არქიტ. კათედრაზე (1969-იდან არქიტ. ფაკ-ტი). იყო სამოქალაქო და სამრეწვ. შენობების არქიტექტურის კათედრის გამგე (1983–94). გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. ნაშრომები, რ-თაგან აღსანიშნავია: „მოკლე რუსულ-ქართული ხუროთმოძღვრული განმარტებითი ლექსიკონი“ (თბ., 1961), „ხუროთმოძღვრული განმარტებითი ლექსიკონი“ (თბ., 1971), „თბილისის არქიტექტურა“ (რუს. ენაზე, თბ., 1982), „ძველი თბილისი“ (თბ., 1984), „თბილისის არქიტექტურა“ (რუს. ენაზე, მოსკ., 1985), „ძველი თბილისური დასახელებანი“ (თბ., 1985), „საბჭოთა საქართველოს არქიტექტურა“ (ნ. მგალობლიშვილთან ერთად, რუს. და ინგლ. ენებზე, მოსკ., 1986) და სხვ. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.