კვირკველია მანუჩარ იაკობის ძე (დ. 12. X. 1978, ოზურგეთი), სპორტსმენი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა). ოლიმპიური (პეკინი, 2008), მსოფლიოს (2003) და ევროპის (2007) ჩემპიონი. მსოფლიო ჩემპიონატების ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი (2002, 2006). ევროპის ჩემპიონატების ვერცხლის (2002) და ბრინჯაოს (2006) პრიზიორი. მრავალი საერთაშ. ტურნირის გამარჯვებული. დ. კოლოვის და ნ. პეტროვის, ასევე გ. კარტოზიას და ვ. ბალავაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირების მეორე პრიზიორი (2011). საქართველოს ჭიდაობის ეროვნ. ფედერაციის პრეზიდენტი (2014–16).