კვიტატიანი ალექსანდრე ალექსანდრეს ძე (დ. 24.VII.1946, სოფ. ლევანახე, ახლანდ. მარტვილის მუნიციპალიტეტი), არქიტექტორი. 1969 დაამთავრასაქართვ. პოლიტექ. ინ-ტი (1990-იდან – საქართვ. ტექნიკური უნ-ტი). საქართვ. დამს. არქიტექტორი (2017). 1972–84 მუშაობდა „საქქალაქმშენსახპროექტის“ სოხუმის ფილიალში არქიტექტორად, არქიტ. სახელოსნოს ხელმძღვანელად. 1981–89 სოხუმის მთ. არქიტექტორი იყო. 1993-იდან იგი თბილისშია, სადაც განაგრძობს არქიტ. მოღვაწეობას (საცხოვრ. სახლები თბილისში, წყნეთში, საგურამოში, წეროვანში, რაჭაში, სამეგრელოში და სხვ.). ძირითადი ნამუშევრები: სასტუმრო გაგრაში (440 ადგილზე), ოჩამჩირის (1972–78) და სოხუმის (1975–82) გენ. გეგმები, „ავტოვაზის“ დასასვენებელი კომპლექსი (300 ადგილზე) გულრიფშის მუნიციპ-ში (1978–82), საქართვ. თეატრ. საზ-ბის დასასვენებელი სახლი (1986), სასტუმროების „აფხაზეთისა“ და „რიწის“ რეკონსტრუქცია (1985–88), „შუქურას“ რ-ნის დეტალური დაგეგმარება (1988; ოთხივე სოხუმში).
ლიტ.: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017.