კვიცარიძე ოთარ ივანეს ძე (2. II. 1927, თბილისი, – 12. X. 1989, იქვე), ინჟინერ-მშენებელი. პროფესორი (1989), საქართვ. დამს. ინჟინერი (1978). დაამთავრა სპი (1949). 1949–74 მუშაობდა „თბილქალაქპროექტში“ და საქართვ. მეცნ. აკად. სამშ. მექან. და სეისმომედეგობის ინ-ტში. 1974- იდან იყო სამეცნ.-ტექ. გაერთიანება „საქსაშენმასალების“ გენ. დირექტორი. პარალელურად პედ. საქმიანობას ეწეოდა სპი-ში.
კ-ის სამეცნ. ნაშრომები ეხება წინასწარდაძაბული რკინაბეტონის კონსტრუქციების კვლევას, რ-ებმაც მოიტანა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: მონოლითური ბეტონისა და რკინაბეტონის ტექნოლოგია, თბ., 1987.