კვლიავი

კვლიავი

კვლიავი (Carum), ორ- და მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ქოლგოსანთა ოჯახისა. აერთიანებს 30-მდე სახეობას. უფრო გავრცელებულია სახეობა C. carvi – ორწლოვანი ეთერზეთოვანი ბალახოვანი მცენარე. შეიცავს ეთერზეთს, ცილას, მთრიმლავ ნივთიერებებს, ფლავონოიდებს, კემფოროლს, ფისებს და სხვ. აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციას. კ-ს საქართველოში იყენებენ საკონსერვო, საკონდიტრო და ფარმაკოლოგიურ წარმოებაში.