კიანეთი

კიანეთი, სოფელი ქვემო ქართლის რეგიონის ბოლნისის მუნიციპალიტეტში (ქვეშის თემი), მდ. მაშავრის (ხრამის მარჯვ. შენაკადი) მარცხ. ნაპირზე, ბოლნის–დმანისის საავტ. გზაზე. ზ. დ. 650  მ, ბოლნისიდან 12 კმ. 301 მცხ. (2014).

სოფელში დგას X ს. ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი. იხ. სტ. კიანეთის სამების ეკლესია.