კიდეგანა, მყინვარი დუშეთის მუნიციპალიტეტში, აღმ. კავკასიონზე, კიდეგანის ქედის აღმ. კალთაზე. ასაზრდოებს მდ. ახიელისწყალს (ასის მარცხ. შენაკადი). კ. კარული ტიპისაა. ფართ. 0,65 კმ2. ფირნის ხაზი გადის 3490 მ სიმაღლეზე. მყინვარი უკან იხევს წელიწადში საშ. 6,5 მ.
რ. შენგელია