კიზირია ანატოლი პავლეს ძე [14(26). VII. 1889, სოფ. ნოსირი, ახლანდ. სენაკის მუნიციპალიტეტი, – 9. II. 1976, თბილისი], ინჟინერ-მექანიზატორი. სოფ. მეურნ. მეცნ. დოქტორი (1947), პროფესორი (1948), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1965). დაამთავრა პეტერბურგის უნ-ტი (1913) და პეტროვსკოე-რაზუმოვსკოეს სას.- სამ. აკადემია (1916). მუშაობდა თბილ. მიწათმოქმედების სახ. კომისარიატში (1918–20; 1923– 36); სენაკის მაზრის რევკომში; სას.-სამ. ინ-ტში მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის კათედრის გამგედ (1932–38); საქართვ. ზოოვეტ. სასწ.-საკვლევი ინ-ტის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის კათედრის გამგედ (1938–71); საქართვ. სოფ. მეურნ. მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის ინ-ტში კონსულტანტად (1973–76).
კ-ს სამეცნ. შრომები ეძღვნება სოფ. მეურნ. მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის აქტუალურ საკითხებს და სოფ. მეურნ. ტექნოლ. პროცესებში გათხევადებული აირების გამოყენებას.
თხზ.: ციტრუსების გათბობა გაზით, თბ., 1965 (თანაავტ. ს. რობაქიძე).