კიკალიშვილი თენგიზ მაკარის ძე (22. II. 1938, თბილისი, – 17. IV. 2021, იქვე), მოქანდაკე. საქართველოს დამს. მხატვარი (1982). 1957–63 სწავლობდა თბილისის სახელმწ. სამხატვრო აკადემიაში (ქანდაკების განყ-ბა). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1963-იდან. მუშაობდა როგორც მონუმენტურ, ასევე დაზგურ ქანდაკებაში. ნამუშევრები: „შურისმაძიებელი“ (1964), „დეიდა ანა“ (1967), „ადამიანი კოსმოსში“ (1969), „მამაკაცის პორტრეტი“ (1974), „სვანი გოგონას პორტრეტი“ (1977), „აკადემიკოს შალვა ამირანაშვილის პორტრეტი“ (1978), „ბალადა სიყვარულზე“ (1979), „გ. ჯაფარიძის პორტრეტი“ (1980), „ჭაბუკის პორტრეტი“ (1981), „აკაკი ხორავას პორტრეტი“ (1982); კ. გამსახურდიას (1983), შ. ყავლაშვილის (1999), დ. სარაჯიშვილის (2002) ძეგლები (სამივე თბილისში) და სხვ.; მონუმენტურ-დეკორატიული ხელოვნება: კერამიკული რელიეფი „ცეკვა“ სასტუმრო „საუნივერსიტეტოს“ კაფეში (1981, მოსკოვი), ქორწინების სახლის გაფორმება (1982, ქუთაისი). გამოფენები: ჯგუფური (ლ. ქველიძე, ა. თოფურიძე, ვ. ჭუმბურიძე, გ. შხვაცაბაია, 1977, თბილისი), „ფიზკულტურა და სპორტი სახვით ხელოვნებაში“ (1979, თბილისი), „საქართველოს სსრ სახვითი ხელოვნება“ (1987, მოსკოვი), „ქართული დაზგური ქანდაკება“ (1991, თბილისი) და სხვ. k-ის ნამუშევრები დაცულია დ. შევარდნაძის სახ. ეროვნ. გალერეასა და დ. კაკაბაძის სახ. ქუთაისის სახვ. ხელოვნ. გალერეაში.
დაკრძალულია მახათის მთის მწერალთა და საზ. მოღვაწეთა პანთეონში.