კიკალიშვილი ლიანა ავთანდილის ასული (დ. 7. VIII. 1951, მარტვილი), ტოპოგრაფანატომი. მედ. მეცნ. დოქტორი (1999), პროფესორი (2002). 1974 დაამთავრა თსსი. ინ-ტის დამთავრების შემდეგ მუშაობს ამავე ინ-ტის (ახლანდ. უნ-ტი) ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის კათედრაზე, 1999–2004 კათედრის პროფესორია, 2009- იდან – დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
კ. იკვლევს ღვიძლის მორფოლოგიის საკითხებს. არის მრავალი სამეცნ. შრომის, მ. შ. 5 სახელმძღვანელოს ავტორი.
არის მრავალი სამეცნ. საზ-ბის წევრი.
მიღებული აქვს ღირსების ორდენი (2000).
თხზ.: თავისა და კისრის ტოპოგრაფიული ანატომია და ოპერაციული ქირურგია, თბ., 2006; ტოპოგრაფიული ანატომია და ოპერაციული ქირურგია, თბ., 2014; Clinical Anatomy by Regions, Tb., 2012.