კიკაჩეიშვილი თენგიზ ალექსანდრეს ძე (16. IV. 1940, თბილისი, – 7. IV. 2017, იქვე), ლიტერატურათმცოდნე. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1980), პროფესორი (1983). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1964). 1970–72 მუშაობდა ლენინგრადის აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტში, ხოლო 1974 – მ. ლომონოსოვის სახ. მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის ლიტერატურის თეორიის კათედრაზე. 1987-იდან გარდაცვალებამდე იყო თსუ-ის ახ. ქართ. ლიტ-რის ისტორიის კათედრის გამგე; ეწეოდა პედ. და სამეცნ. მოღვაწეობას. მისი ნაშრომებია: „პოეტიკური ნარკვევები“ (1979), „კონსტანტინე გამსახურდიას მხატვრული პროზის პოეტიკა“ (1982), „ილია ჭავჭავაძის შემოქმედების მხატვრული თავისებურებანი“ (1991), „მწერლური პროფესიონალიზმი როგორც ლიტერატურათმცოდნეობის პრობლემა კ. გამსახურდიას თვალთახედვით“ (2011), „შეკვეცილი ნარკვევი ოდა-ბალადებზე, ბუკოლიკი ეპისტოლეებზე და... (გ. კეკელიძის პოეზია)“ (2011), „ტკივილები“ (2016), მხატვრულ-დოკუმენტური თხზულება „მარადის არის წიგნი“ (2005) და სხვ.
დაჯილდოვდა ორგზის ივ. ჯავახიშვილის სახ. მედლით (2010, 2015).