კიკვიძე ზაალ იაზონის ძე

კიკვიძე ზაალ იაზონის ძე (დ. 4. I. 1956, თბილისი), ბიოლოგი, ეკოლოგი. ბიოლოგიის მეცნ. დოქტორი (1993). დაამთავრა თსუ-ის ბიოლ. ფაკ-ტი (1978). მუშაობდა ფიზიოლოგიის ინ-ტში სხვადასხვა თანამდებობებზე (1978–86). იყო ბოტანიკის ინ-ტის უფროსი, წამყვანი და მთ. მეცნიერი თანამშრომელი (1987–98), ასევე საქართვ. პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ინ-ტის მეთოდისტი (1993–95) და პროფესორი (1995–98). გაიარა პოსტდოქტურანტურა ჩიბას უნ-ტში (იაპონია, 1998–2003). სამეცნ. საქმიანობა გააგრძელა არიდული ზონების ექსპერ. სადგურში (ალმერია, ესპანეთი, 2003–07). იყო ტოკიოს უნ-ტის ასოცირებული პროფესორი (იაპონია, 2007–12).

მისი კვლევის ძირითადი მიმართულებებია: მცენარეთა ეკოლოგია, მათი სახეობრივი მრავალფეროვნება და გეოგრ. განაწილებები ეკოლ. გრადიენტებზე, სახეობათა თანაცხოვრების წესები და ორგანიზმთა შორის ურთიერთქმედება, ეკოლ. განათლება, ეთნობიოლოგია. მუშაობდა ასევე გერმანიისა და იაპონიის (1991), შვეიცარიის (1995), ამერიკის (1996), დიდი ბრიტანეთის (1998), საფრანგეთის (2003) უნ-ტებში; განხორციელებული აქვს საკვლევი პროექტები ჩილესა (2006) და მექსიკაში (2007). სხვადასხვა სამეცნ. გამოცემების (Journal Of Vegetation Science-ის, 2010–21, Phytocoenology-ს, 2011; Ethobotany Reseacrh and Applications, 2020) მაკოორდინირებელი რედაქტორი. ილიას სახ. სახელმწ. უნ-ტის ეკოლ. ინ-ტის სრული პროფესორი (2012-იდან), ინტერდისციპლინური ბიოლოგიის უვადო პროფესორი (2013-იდან), ეთნო-ბიოლოგ. და სოციო-ეკოლ. კვლევითი ინ-ტის დირექტორი (2015-იდან).

არის მრავალი სამეცნ., პედაგ. და სამეცნ.-პოპულარული ნაშრომის ავტორი. მცენარეულობის ეკოლ. საერთაშორისო ასოციაციისა (International Association for Vegetation Science) (1990) და ეკონომიკური ბოტანიკის საზ-ბის (The Society for Economic Botany) (2015) წევრი.

თხზ.: ოპტიმიზაციის ეკოლოგიური პრინციპი. თბ., 1990; ევოლუცია, (თანაავტ.). თბ., 2015; ეკოლოგია. დიადი ალგორითმი, თბ., 1998; Ethnobiology of Georgia, Tb., 2020; Traditional Ecological Knowledge in Georgia: A Short History of the Caucasus. londoni, 2020.