კიკნაველიძე ანდრო ივანეს ძე [15. VII. 1927, სოფ. კიკნაველეთი (ახლანდ. საკრაულა), ბაღდათის მუნიციპალიტეტი, – 2. IX. 2007, თბილისი], აგროეკონომისტი. საქართვ. სოფლის მეურნეობის მეცნ. აკადემიის ნამდვ. წევრი (1992; წ.-კორ. 1991). ეკონ. მეცნ. დოქტორი (1972), პროფესორი (1976), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1985). დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის აგროეკონ. ფაკ-ტი (1953). მუშაობდა ჩაის მრეწველობის საკავშ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტის (ანასეული) ეკონომიკის განყ-ბის გამგედ (1954–60), საქართვ. სოფლის მეურნეობის ეკონ. და ორგანიზაციის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის განყ-ბის გამგედ, შემდეგ კი – დირექტორის მოადგილედ სამეცნ. ნაწილში (1960–63; 1966–73); სახალხო მეურნეობის ეკონ. და დაგეგმვის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის განყ-ბის გამგედ (1963–66); საქართვ. სახელმწ. საგეგმო კომიტეტის თავ-რის პირველ მოადგილედ (1973– 81); საქართვ. სახელმწ. აგრარულ უნ-ტში აგროსამრეწვ. საწარმოთა ორგანიზაციის კათედრის გამგედ (1981–2001) და პროფესორის თანამდებობაზე (2001–06).
კ-ის სამეცნ. ნაშრომები ეძღვნება საქართვ. სოფლების ეკონ. და სოც. განვითარების თეორ. და პრაქტ., აგრეთვე სას.-სამ. წარმოების ეკონ., ორგანიზაციის, მართვისა და დაგეგმვის საკითხებს. ავტორია მრავალი სამეცნ. ნაშრომის, მ. შ. მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოების. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1998).
თხზ.: საკოლმეურნეო წარმოების ეფექტიანობის ამაღლების პრობლემები საქართველოში, თბ., 1971; ჩვენი სოფლის დიადი პროგრამა, თბ., 1981; ეკონომისტის ცნობარი, თბ., 1985 (თანაავტ.).