კიკნათბერის ციხე

კიკნათბერის ციხე, გვიანდელი ფეოდალური ხანის ციხესიმაგრე საქართველოში, ქართლში, მდ. ტანის ხეობაში. სოფ. ბობნევთან (გორის მუნიციპალიტეტი) შემორჩენილია მხოლოდ ნანგრევები. ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.) კ. ც ს ახასიათებს როგორც მტკიცესა და მიუვალს. იგი სააკაძეთა ფეოდ. საგვარეულოს ეკუთვნოდა, გიორგი სააკაძის საქართველოდან გადახვეწის შემდეგ სახასო გახდა.

ლიტ.: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.

თ. ტატიშვილი