კიკნაძე არჩილ სამუელის ძე (16. III. 1915, ვლადიკავკაზი, – 27. VI. 1967, თბილისი), სპორტსმენი (ფეხბურთი, მცველი). სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1948). საქართველოს დამს. მწვრთნელი (1962). დაამთავრა სპი-ის სამშენებლო ფაკ-ტი. თამაში დაიწყო ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინ-ტის გუნდში (1934). თამაშობდა თბილისის „დინამოში“ (1937–49).
სსრკ ჩემპიონატის მეორე (1939–40) და მესამე (1947–48) პრიზიორი. სსრკ თასის ფინალისტი (1946). მუშაობდა მწვრთნელად თბილისის 35-ე სპეციალიზებულ სკოლაში (1950–55). თბილისის „დინამოს“ მეორე (1956–57) მწვრთნელი. ხელმძღვანელობდა საქართვ. ახალგაზრდულ ნაკრებს.