კომახიძე მამია ესედის ძე [12 (25). XI. 1906, ბათუმი, – 4. XI. 1980, თბილისი], ქირურგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1943), პროფესორი (1948), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1961), სსრკ მედ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1971). საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1975) 1930 დაამთავრა თსსი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ა. ნათიშვილთან, გ. მუხაძესთან, ვ. ტონკოვთან, ს. იუდინთან.
1937–40 იყო აჭარის არ-ის ჯანდაცვის სახ. კომისარი, 1946–56 – საქართვ. მეცნ. აკად. ექსპ. მორფოლოგიის ინ-ტის ექსპ. ანატომიის განყ-ბის გამგე, 1960–80 – თსსი-ის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის გამგე, 1961–71 – საქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს მთ. ქირურგი.
კ. იკვლევდა მიკროცირკულაციის პრობლემებს, მუცლის ღრუს ორგანოების ქირურგ. დაავადებათა კლინიკას, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, პერიფერიული და ცენტრ. ნერვული სისტემის ტრავმულ დაზიანებას და სხვ.
1973–80 იყო საქართვ. ქირურგ. სამეცნ. საზ-ბის თავ-რე. მიღებული აქვს ი. თარხნიშვილის სახ. პრემია (1971) და სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ლენინის ორდენი.
თხზ.: ჰოსპიტალური ქირურგია, ტ. 1–2, თბ., 1969–70; მუცლის ტრავმული დაზიანება, თბ., 1973 (თანაავტ.: თ. ახმეტელი, გ. ხომერიკი); Селезëнка, М., 1971; Опухоли кишечника, Тб., 1972 (თანაავტ.: Г. В. Хомерики).