კომახიძე ნოდარ ვლადიმერის ძე

ნ. კომახიძე

კომახიძე ნოდარ ვლადიმერის ძე (15. VI. 1931, ახალციხე, – 31. I. 1997, თბილისი), ისტორიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნ. დოქტორი (1990), პროფესორი (1991). დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი თურქეთის ისტორიის განხრით. 1954–89 მუშაობდა ხელმძღვანელ კომკავშირულ და პარტიულ თანამდებობებზე. 1980–85 იყო საქართვ. საზ-ბა „ცოდნის“ გამგეობის თავ-რე, 1985–89 – საქ. კპ მარნეულის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი, 1989–92 – საქართვ. მინისტრთა საბჭოს საერთაშ. ურთიე-რთობის განყ-ბის გამგე, 1992–94 – პარლამენტის თავ-რის მთ. სახელმწ. მრჩეველი, 1961-იდან, შეთავსებით, – აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტის უფრ. მეცნიერი თანამშრომელი, სწავლული მდივანი, განყ-ბის ხელმძღვანელი; 1990-იდან – საქართვ. – თურქ. საქმიანი ურთიერთობის ასოციაციის პრეზიდენტი, 1992-იდან – გაზ. „ხიდის“ მთ. რედაქტორი, 1994–97 – საქართვ. რესპ. პირველი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპ-ში.

გამოქვეყნებული აქვს თურქეთის უახლესი ისტორიის საკითხებისადმი მიძღვნილი ნაშრომები, მ. შ. 5 მონოგრაფია.