კომპანიონი იოსებ ანტონის ძე

კომპანიონი იოსებ ანტონის ძე [1(13). IX. 1884, ქუთაისი, – 19. III. 1947, თბილისი], ინჟინერ-მექანიკოსი, პროფესორი, საქართველოში უმაღლესი სამთო-ტექ. განათლების ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1910 დაამთავრა ლეობენის სამთო აკადემია (ავსტრია), 1914 – პეტერბ. პოლიტექ. ინ-ტის მეტალ. ფაკ-ტი. 1918 დაბრუნდა საქართველოში. მუშაობდა დას. საქართველოს მრეწვ. ინსპექტორად, ჭიათურის მანგანუმის საბადოებზე, შემდეგ კი – თბილისში, სახ. მეურნ. უმაღლეს საბჭოში. პარალელურად მოღვაწეობდა კავკასიის მინერ. ნედლეულის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში. ხელმძღვანელობდა გეოლ.-საძიებო ექსპედიციებს. დიდი წვლილი მიუძღვის ლოპოტის მარმარილოს საბადოს ძიებისა და მისი საექსპლუატაციოდ მომზადების საქმეში. 1928-იდან მუშაობდა სპი-ში. კ-მა პირველმა მეცნიერულად დაასაბუთა საქართვ. მთაგორიანი რ-ნებისათვის ბაგირგზების განვითარების აუცილებლობა; თეორიულად გამოიკვლია ბაგირების გაანგარიშების საკითხები. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

კ. ბარამიძე