„კომუნისტი“, ყოველდღიური რესპუბლიკური გაზეთი. საქ. კპ ცკ-ის, საქ. სსრ უმაღლესი საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს ორგანო. გამოდიოდა 1920–90. 10 ნომრის გამოცემის შემდეგ გაზეთი დაიხურა, შემდგომში გამოდიოდა „საქართველოს კომუნისტის“ (25 ნომერი) და „ახალი კომუნისტის“ (21 ნომერი) სახელწოდებით. საქართველოში საბჭ. ხელისუფლების დამყარების (1921) შემდეგ გაზეთს ძველი სახელი დაუბრუნდა.
„კ.“ ასახავდა საქ. სსრ ისტ. ყველა მნიშვნელოვან პერიოდს, აშუქებდა პოლიტ., ეკონ., ხელოვნ., განათლებისა და სხვა საკითხებს. გაზეთს ჰქონდა დამატებები: ჟურნალები – „ჩირაღდანი“ (1923– 25), „მეცნიერება და ტექნიკა“ (1925–26), „დროშა“ (1929–34); გაზ. – „სოფლის მეურნეობა“ (1958). სხვადასხვა დროს „კ-ის“ რედაქტორები იყვნენ ი. (მამია) ორახელაშვილი, ფ. მახარაძე, ა. ქურიძე (ს. ეული), ვ. სუხიშვილი, ა. თუმანოვი, ვ. ბახტაძე, გ. მუშიშვილი (გ. ხოფერია), ნ. კიკნაძე, დ. მჭედლიშვილი, გ. ბედინეიშვილი, ნ. ფოფხაძე, ნ. ჩერქეზიშვილი, მ. უგრეხელიძე. 1990 დეკემბრიდან გაზეთი გამოდის „საქართველოს რესპუბლიკის“ სახელით.
დ. მჭედლიშვილი