კიკნაძე გიორგი ივანეს ძე (1902, ხაშური, – 3. IX. 1963, თბილისი), ეკონომისტი. თსუ-ის რექტორი (1937–38), საქ. სსრ საგარეო საქმეთა მინისტრი (1944–52). 1930 დაამთავრა თსუ-ის სოციალურ-ეკონ. ფაკ-ტი. კ. მუშაობდა სხვადასხვა პარტიულ თანამდებობაზე (1929–34), პარალელურად ეწეოდა პედ. მოღვაწეობას. 1937 კ. დაინიშნა სსრკ ხალხთა პედაგოგიკის ცენტრ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დირექტორად, იმავე წლის ივლის-სექტემბერში კი მუშაობდა საქ. სსრ განათლების სახ. კომისრის პირველ მოადგილედ, ხოლო 1938–44 – განათლების სახ. კომისრად. ლექციებს კითხულობდა თსუ-ში. კ-ს გამოქვეყნებული აქვს შრომები პედაგოგიკის საკითხებზე.