კიკნაძე გურამ ბაგრატის ძე (დ. 27. XI. 1940, თბილისი), ექიმი (შინაგანი სნეულებები, ნეფროლოგია, საოჯახო მედიცინა). მედ. მეცნ. დოქტორი (1994), პროფესორი (2001). 1965 დაამთავრა თსსი. 1969–97 მუშაობდა თერაპიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად; 1971–2001 იყო თსსუ-ის შინაგან სნეულებათა კათედრის ასისტენტი, დოცენტი, პროფესორი; 1995–2003 – ჯანდაცვის მართვის ეროვნ. ცენტრის დირექტორის მოადგილე; ბიოეთიკის და ჯანდაცვის სფეროს სამართ. უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, 2001–05 – საქართვ. სახელმწ. სამედ. აკადემიის შინაგან სნეულებათა კათედრის პროფესორი; საოჯახო მედიცინის ფაკ-ტის დეკანი; 2006-იდან თსსუ-ის საოჯახო მედიცინის დეპარტამენტის პროფესორია.
კ. არის სამეცნ. ნაშრომების, მ. შ. 6 მონოგრაფიის ავტორი, რ-ებიც ეხება შინაგანი სნეულებების, ნეფროლოგიის, სამედ. ეთიკის და ჯანდაცვის სფეროს კანონმდებლობის საკითხებს. კ-ს მიღებული აქვს ღირსების ორდენი (2000).
თხზ.: ექიმის პროფესიული საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები, თბ., 2002; რეპროდუქციული ჯანმრთელობა და რეპროდუქციული უფლებების საკითხები საქართველოს კანონმდებლობაში, თბ., 2002; ექიმის პროფესიული საქმიანობის წესები, თბ., 2012.