კიკნაძე დიმიტრი ალექსანდრეს ძე

დ. კიკნაძე

კიკნაძე დიმიტრი ალექსანდრეს ძე [5(18). VIII. 1917, ხაშური, – 1982, თბილისი), ინჟინერ-მექანიკოსი. საქართვ. დამს. ინჟინერი (1962), გამომგონებელი (1964). ტექ. მეცნ. კანდიდატი (1965). დაამთავრა საქართვ. ინდუსტრიული ინ-ტის მექან. ფაკ-ტი (1942). იყო მჭრელი იარაღის რაციონალური გამოყენების სათავო საპროექტო საწარმოო საკონსტრუქტორო-ტექნოლ. ბიუროს თბილ. ფილიალის დირექტორი; ს. კიროვის სახ. თბილისის ჩარხმშენებელი ქ-ნის დირექტორი (1969–78), თბილისის „ორგპრომინსტრუმენტის“ ქ-ნის დირექტორი (1978–82). ნაშრომისთვის „გამოსაშვები პროდუქციის ხარისხისა და ტექნოლოგიური პროცესების კონტროლის პროგრესული მეთოდებისა და საშუალებების კვლევა, შექმნა და დანერგვა“, სპეციალისტების ჯგუფთან ერთად, 1975 მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია მეცნ. და ტექ. დარგში. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.