კიკნაძე ვაჟა ივანეს ძე

კიკნაძე ვაჟა ივანეს ძე (დ. 27. VIII. 1952, ქ. თბილისი), ისტორიკოსი, ისტ. მეცნ. დოქტორი (2006), პროფესორი. 1976 დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი (საქართვ. ისტ. განხრით). იმავე წელს მუშაობა დაიწყო ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოგრ. ინ-ტში (ახლანდ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტი). 2006-12 იყო ამავე ინ-ტის დირექტორი, მთ. მეცნიერი-თანამშრომელი და საქართველოს უნ-ტის პროფესორი. საქართველო – პოლონეთის ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის 2012 დაჯილდოებულია პოლონეთის ოფიცრის 1 ხარისხის ჯვრის ორდენით.

კ. იკვლევს საქართვ. შუა საუკუნეების და ახალი ისტორიის საკითხებს. არის სამეცნ. ნაშრომების მ. შ. 7 მონოგრაფიის ავტორი, მისი ნაშრომები გამოცემულია პოლონეთში, რუმინეთსა და მოლდოვაში, ინდოეთში, შვედეთში, იტალიაში, იაპონიასა და აშშ-ში.

თხზ.: საქართველო XIV საუკუნეში, გამომც. „მეცნიერება“, თბ. 1986 ეროვნული და საკაცობრიო პრობლემატიკა XIX ს. ქართველი სასულიერო მოღვაწეების შემოქმედებაში (გაბრიელ ქიქოძე, კირიონ საძაგლიშვილი, პეტრე კონჭოშვილი, მიხეილ საბინინი), თბ., 2009; საქართველო-რუსეთის ურთიერთობა XVIII-XXI სს. წგ. I-2, თბ. 2016; Opinions about Political Elite in Georgia at the Beginning of the 20-th Century, in .: Caucasus: The Mechanisms of Legitimization and Functioning of Political Elite (Editor: Tateusz Bodio). T.VII, Warsaw 2012; The Eurasian State of Georgia in the Fourteenth Century. The Mongol Era and it’s End, Edwin Mellen Press, Lewiston, Queenston (NY), Lampeter, 2013.