კიკნაძე ვლადიმერ დავითის ძე

კიკნაძე ვლადიმერ დავითის ძე [4(17). X. 1908, სოფ. კვალითი, ახლანდ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, – 2.VI. 1986, იქვე), ქირურგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1959), პროფესორი (1960), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1967). 1931 დაამთავრა თსსი. 1941–45 იყო საველე და ევაკოჰოსპიტლების წამყვანი ქირურგი. 1951-იდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა გ. მუხაძის სახ. ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის სამეცნ.-კვლევით ინ-ტში დირექტორის მოადგილედ სამეცნ. დარგში.

კ. შეისწავლიდა ჰემატოლოგიის, ტრანსფუზიოლოგიის, დამწვრობის, სხივური დაავადების და სხვ. საკითხებს. ც. მაკალათიასთან ერთად შექმნა პლაზმის გასაშრობი ახ. ავტომ. აგრეგატი და სხვ.

თხზ.: ღვიძლის როლი სისხლწარმოქმნის პროცესებში, თბ., 1962; ჰემოთერაპიის საფუძვლები, თბ., 1964 (თანაავტ.).